ავტორიზაცია

ითამაშებს თუ არა ბენზემა პსჟ-სთან? - ახალი დეტალები

ითამაშებს თუ არა ბენზემა პსჟ-სთან? - ახალი დეტალები
თარიღი 14 Feb 2022, 19:07

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას მონაწილეობა "პსჟ"-სთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

34 წლის ფრანგს ხვალ თამაში სურს, თუმცა ამას ის მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ერთად ბოლო მომენტში გადაწყვეტს. კარიმი გუნდთან ერთად დღეს პარიზში გაფრინდა.

თავდამსხმელმა, რომელსაც კუნთის ტრავმის გამო 23 იანვრის შემდეგ არ უთამაშია, გუშინ ვარჯიშის ნაწილი "თეთრების" მთავარი ჯგუფის შემადგენლობაში გაატარა.

ჯერ უცნობია არის თუ არა ბენზემა მზად სათამაშოდ და თუ ის მზად იქნება, საკმარისი იქნება თუ არა 90 წუთის განმავლობაში. დღეს საღამოს მადრიდის "რეალი" "პარკ დე პრესზე" ვარჯიშს გამართავს.

შემდეგ კი ბენზემას მზადყოფნის სიზუსტე გაირკვევა. კარიმმა მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. ველით ახალ დეტალებს.

რეალთან მატჩის წინა დღეს, ნეიმარმა სრული დატვირთვით ივარჯიშა - იქნება თუ არა სასტარტოში ბრაზილიელი?