რეალთან მატჩის წინა დღეს, ნეიმარმა სრული დატვირთვით ივარჯიშა - იქნება თუ არა სასტარტოში ბრაზილიელი?
„პეესჟეს“ ერთ-ერთმა ლდიერმა, ნეიმარმა, „რეალთან“ ჩემპონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ გუნდთანე რთად ივარჯიშა.
RMC Sport-ის ინფორმაციით, ნეიმარი „რეალთან“ მატჩის განაცხადში აუცილებლად მოხვდება, ხოლო რამდენ სათამაშო წუთს მიიღებს - ეს უკვე მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გადასაწყვეტია.
გამომდინარე იქიდან, რომ ნეიმარი 28 ნოემბრის შემდეგ მოედანზე ერთხელაც არ გასულა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ბრაზილიელი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდება.
მიმდინარე სეზონში ნეიმარმა ლიგა 1-ს 10 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგის 4 შეხვედრაში კი შედეგიანობით თავი არ გამოუჩენია.
მატჩი „პსჟ“ – „რეალი“ ხვალ, 15 თებერვალს 23:55 საათზე „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება.