"ერთად ყოფნის რამდენიმე თვე კიდევ დაგვრჩა", - ჰაკიმიმ მბაპეს მბაპეს მომავალზე ისაუბრა
„პსჟ-ს“ მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ, თანაგუნდელი კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა.
ფრანგს გუნდთან სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და პრესა მას მადრიდის „რეალში“ გადასვლას უკავშირებს. იწერება, რომ მბაპე საკუთარ მომავალზე განცხადებას „რეალთან“ დუელის შემდეგ გააკეთებს
„მბაპეს აქ ყოფნის პირველივე დღიდან კარგად ვუგებ. დიდწილად იმის გამო, რომ მე და კილიანი თანატოლები ვართ. მისი მომავალი? მბაპეს ყველაფერ საუკეთსოს ვუსურვებ, ის თავად გადაწყვეტს, როგორ მოიქცევს.
ჩვენ ერთად ყოფნის კიდევ რამდენიმე თვე გვაქვს დარჩენილი, შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება.“ - ციტირებს ჰაკიმის სიტყვებს Marca.
23 წლის მბაპე „პსჟ-ში“ 2017 წლიდან თამაშობს, სადაც „მონაკოდან“ გადავიდა. ამ სეზონში ფრანგმა 31 მატჩში 21 გოლი და 16 ასისტი მიითვალა.