ავტორიზაცია

VIDEO: გამარჯვება უკრაინელებთან - ბათუმის დინამომ შეკრება მოგებით დაასრულა

თარიღი 14 თებ 2022, 22:56

ბათუმის დინამომ წინასასეზონო თურქული შეკრება დაასრულა. გია გეგუჩაძის გუნდი უკრაინულ ინჰულეცს შეხვდა და 2-1 მოუგო.

პირველ ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა, მეორე ნახევარი კი გია გეგუჩაძის ბიჭებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. აჭარელთაგან გოლები ოლექსანდრ აზაცკიმდა ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანეს.

ბათუმის დინამომ უცხოურ შეკრებაზე 7 მატჩი ჩაატარა: მოუგო პოზნანის ლეხს(2-1) და ინჰულეცს(2-1). ფრედ ითამაშა რაკუვთან(3-3), ლვოვთან(1-1) და ყაზანის რუბინთან(2-2), ხოლო წააგო პარტიზანთან(3-1) და ნიჟნი ნოვგოროდთან(0-1).

გია გეგუჩაძის გუნდი 2022 წლის სეზონის პირველ მატჩს 20 თებერვალს, ქუთაისში საბურთალოს წინააღმდეგ სუპერთასის სტატუსით გამართავს.