ავტორიზაცია

ჩელსი ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს

ჩელსი ზაფხულში დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს და პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს
თარიღი 15 თებ 2022, 11:29

"სევილიას" ცენტრალურმა მცველმა, ჟიულ კუნდემ კარიერა შესაძლოა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელოს, იტყობინება Marca.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა იტყობინება, "არისტოკრატებს" დაცვის ხაზის გაძლიერება სურთ და 23 წლის ფრანგი მათთვის პრიორიტეტული ვარიანტია.

"ჩელსის" კუნდეს გადაბირება გასულ ზაფხულსაც სურდათ, მაგრამ ანდალუსიელებმა მისი შენარჩუნება მოახერხეს. 2022 წლის ზაფხულში ლონდონელები მის ხელში ჩაგდებას კვლავ ეცდებიან.

ცნობისთვის, ჟიულს "სევილიასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მისი სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში კუნდემ ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.