დღევანდელი მატჩის წინ, ბენზემამ მესის, მბაპესა და ნეიმარის შესახებ სათითაოდ ისაუბრა
"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან გასამართი პირველი 1/8 ფინალური მატჩის წინ ლიონელ მესის, კილიან მბაპესა და ნეიმარის შესახებ ისაუბრა.
მესიზე
"რა თქმა უნდა, ფრანგ ხალხს მეტი გოლი უნდა, თუმცა, ჩემი აზრით, ლეო ექსტრაორდინალურია და მესიზე საუბარი ფეხბურთზე საუბარს ნიშნავს".
მბაპეზე
"კილიანის წინააღმდეგ თამაში რაღაც განსაკუთრებულია, ერთად საფრანგეთის ნაკრებში გვითამაშია".
ნეიმარზე
"ტოპ ფეხბურთელია. არ ვიცი, 100 პროცენტით მზად არის თუ არა, მაგრამ მატჩის ბედი ერთ ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული. მართალია, ძალიან კარგია და ძალიან ძლიერი", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს Diario Sport-ი.