ავტორიზაცია

რუდიგერი საკუთარ მომავალზე: "ჩელსიში ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გადაწყვეტილებებს სხვა ადამიანები იღებენ"

რუდიგერი საკუთარ მომავალზე: "ჩელსიში ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გადაწყვეტილებებს სხვა ადამიანები იღებენ"
თარიღი 15 Feb 2022, 14:13

"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ანტონიო რუდიგერმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 28 წლის გერმანელს "არისტოკრატებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ ვერ თანხმდებიან.

"აქ ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ, ამას ყოველთვის ვამბობდი. ჩემს თამაშში შეგიძლიათ იმის დანახვა, რომ აქ ყველაფერი მომწონს".

"მაგრამ არიან სხვა ადამიანებიც, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ", - ციტირებს რუდიგერის სიტყვებს The Athletic-ი.

მიმდინარე სეზონში "ჩელსის" უკანახაზელმა ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც მიითვალა.