წარმოუდგენელი ციფრები — რამდენი მილიონი დაკარგა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო აბრამოვიჩმა ერთ დღეში?

რუსმა მილიარდერმა და "ჩელსის" მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ერთ დღეში დაახლოებით 778 მილიონი ევრო დაკარგა, წერს The Sun-ი.
ცნობილი ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მეტალურგიული კომპანია Evraz-ის აქციები 29%-ით დაეცა. ინვესტორები შიშობენ, რომ შესაძლოა რუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესონ.
მოგეხსენებათ, აბრამოვიჩი "ჩელსის" 2003 წლიდან ფლობს. "არისტოკრატები" ამ დროის განმავლობაში არაერთი ტიტული მოიგეს:
პრემიერ ლიგის ჩემპიონები 4-ჯერ გახდნენ, 2-2-ჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა, დაეუფლნენ უეფას სუპერთასს, 5-ჯერ გახდნენ ინგლისის თასის გამარჯვებულები, 3-ჯერ მოიპოვეს ლიგის თასი და 2-ჯერ ინგლისის სუპერთასი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან ომის საფრთხის გამო, უკვე არაერთმა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ.