VIDEO: შეკრების დიდებული დასასრული - დინამო თბილისმა ფახთაქორი გაანადგურა
დინამო თბილისმა თურქეთში წინასასეზონო შეკრება უზბეკურ ფახთაქორთან მოგებით დაასრულა.
კახა ცხადაძის გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. პირველი ტაიმი თბილისელებმა მინიმალური ანგარიშით, ხოლო მეორე ნახევარი 2-0 მოიგეს.
დღევანდელ მატჩში სამი გოლიდან 2 დებიუტანტების სახელზეა: პირველი გოლი უკრაინელმა სტანისლავ ბილენკიმ გაიტანა, მეორე გოლი ანზორ მექვაბიშვილმა, ხოლო მესამე ნიკა მალიმ, რომელიც სულ 1 კვირაა, რაც დინამო თბილისს საბურთალოდან შეუერთდა.
დინამო თბილისი 2022 წლის სეზონს 26 თებერვალს ქუთაისის ტორპედოსთან მატჩით გახსნის.