ავტორიზაცია

VIDEO: "დღეს ჩვენს ძმებთან ვთამაშობთ" - საბა საზონოვი ქართულად ალაპარაკდა

თარიღი 15 თებ 2022, 17:37

თურქულ წინასასეზონო შეკრებაზე თბილისის დინამო ამხანაგურ მატჩში მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდა და 1-0 მოუგო.

მოსკოველთა შემადგენლობაში განაცხადში დედით ქართველი ცენტრალური მცველი საბა საზონოვი იყო, რომლის ვიდეოც მოგვიანებით რუსული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს ქართულად მიმართავს.

"გამარჯობა ჩვენო მაყურებელო და ფანებო. დღეს ჩვენ ვთამაშობთ “დინამო თბილისთან”, ჩვენ ძმებთან, რადგან დღეს შეიძლება მხოლოდ ერთმა გუნდმა მოიგოს, მხოლოდ “დინამო," - ამბობს საბა საზონოვი.

რამდენიმე კვირის წინ მოსკოვის დინამომ საბა საზონოვთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც 20 წლის ცენტრალური მცველი საქართველოზე ძალიან თბილად საუბრობს.