"ლივერპულთან მატჩის წინ, ბიჭებს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ", - ინძაგი მოახლოებული მატჩის შესახებ
"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩის წინ ისაუბრა: "ინგლისური კლუბები ძალიან ძლიერები არიან, მათ ყველამ მოიგო თავისი ჯგუფი ჩელსის გარდა.
ლივერპული ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ასეთ მატჩებში მონაწილეობის უფლება დაიმსახურეს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მრავალი წელია არ გვითამაშია.
ვეცდებით უფრო შორს წავიდეთ, თუმცა ძალიან რთული იქნება. ქაღალდზე ლივერპული ფავორიტია, მაგრამ მატჩები ყველაფერს აჩვენებენ. ბიჭებს ვთხოვ, გავიდნენ მოედანზე და არაფერზე ფიქრის გარეშე ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი.
ვაჩვენოთ ჩვენი იდეები. ყველაფერს ვნება წყვეტს. ყველა თამაში იწყება 0:0-ით. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მეთოდებს, გვექნება საკუთარი მოტივაცია. ზოგიერთ მატჩში მნიშვნელოვანია ყველა წვრილმანზე ზრუნვა.
ჩვენ ვნახეთ ლივერპულის თამაში, მათ შორის მილანის წინააღმდეგ. მას ჰყავს ღრმა შემადგენლობა, შესანიშნავი მწვრთნელი, გუნდი დაძაბულია, ასე რომ, ჩვენ სირთულეებს ვერ გავექცევით", - განაცხადა ინძაგიმ.