"მბაპეს ადგილზე რომ ვიყო, პსჟ-ს რეალზე არ გავცვლიდი", - კოული
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯო კოულმა კილიან მბაპეს ურჩია, რომ არ დატოვოს "პსჟ", მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ:
"მე რომ მბაპეს ადგილზე ვიყო და მადრიდის რეალსა და პსჟ-ს შორის ავარჩიო, ეჭვს არ შევიტანდი, თუ სად მინდა ვიყო. პსჟ-ში ნეიმარისა და მესისთან ერთად თამაში მომინდებოდა.
ამ გუნდთან ერთად მას ყველა რეკორდის მოხსნა შეუძლია, რადგან ადრე თუ გვიან ისინი წარმატებას მიაღწევენ. ბოლო ორ თამაშს ვუყურე, უფრო მეტი დადებითი მომენტი იყო, ვიდრე უარყოფითი.
პსჟ დომინირებდა მადრიდის რეალთან მატჩში და შეეძლო სამი-ოთხი გოლის გატანა, მაშინ ყველაფერი ნათელი იქნებოდა ამ დაპირისპირებაში", - განაცხადა კოულმა.