ავტორიზაცია

რანგნიკი: "ჩამოვართმევთ თუ არა მაგუაირს მანჩესტერის კაპიტნის სამკლაურს?"

რანგნიკი: "ჩამოვართმევთ თუ არა მაგუაირს მანჩესტერის კაპიტნის სამკლაურს?"
თარიღი 16 თებ 2022, 15:10

ჰარი მაგუაირმა ცოტა ხნის წინ მიიპყრო ყურადღება რამდენიმე სუსტი თამაშით, ზოგიერთმა გულშემატკივარმა მოითხოვა 28 წლის ინგლისელის გარიცხვა "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობიდან.

ამის გარდა, მისთვის კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევა. "იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელი არ ფიქრობს, რომ მაგუაირი უნდა იქნას გადანაცვლებული სკამზე ან გაათავისუფლებული იყოს კაპიტნობიდან.

"ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც მან ტრავმა მოიშუშა, მან ძალიან კარგად ითამაშა. მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ვესტ ჰემთან. დიახ, ბოლო ორ თამაშში მას სუსტი მომენტები ჰქონდა, როგორც საუთჰემპტონთან, ასევე როცა გოლი გავუშვით ბარნლისთან.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ის ჩვენი კაპიტანია და ამის შეცვლის მიზეზს ვერ ვხედავ. მას უნდა განვითარება, რათა გააუმჯობესოს თავისი თამაში, როგორც ყველა სხვა მოთამაშეს.

როგორ ვთამაშობთ ახლა მისთვის ახალია, რადგან ინგლისის ნაკრებში ის მიჩვეულია სამეულში თამაშს, მაგრამ აქ მანჩესტერ იუნაიტედში უმეტესად უკანა ოთხში თამაშობდა, მაგრამ მაინც არა ისეთი აქტიურად", - განაცხადა რანგნიკმა.