ავტორიზაცია

"ახლა შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ლიგაზე ვეღარ გავალთ", - სიმეონემ ლევანტესთან წაგება შეაფასა

"ახლა შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ლიგაზე ვეღარ გავალთ", - სიმეონემ ლევანტესთან წაგება შეაფასა
თარიღი 17 თებ 2022, 02:16

„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, „ლევანტესთან“ გადადებულ ტურში (0:1) მარცხზე ისაუბრა.

მატჩი ცუდად ჩავატარეთ და ლა ლიგაში ჩვენთვის კარგი სიტუაციის შექმნის შანსი გავუშვით ხელიდან. ახლა ამის გამოსასწორებლად ორმაგი ძალების დახარჯვა მოგვიწევს.

მტკივა თუ არა ამ მარცხის გამო? მარცხის შემდეგ ყოველთვის მტკივა. დაცემა ძალიან მტკივნეულია.

რა ვუთხარი ფეხბურთელებს გასახდელში? დღეს სიჩუმე იყო. ხვალ დავილაპარაკებთ და გავარკვევ, რას გრძნობენ, მე კი ვიტყვი თუ რას ვფიქრობ.

ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი აღარ გვაქვს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ, ეს ყველაფერი ფაქტებით უნდა დავამტკიცოთ. უბრალოდ სიტყვები ძალიან მოსაწყენია.

რას ვეტყოდი ქომაგებს? ახლა არ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ თავი ვიმართლო, ხალხს შედეგები სჭირდება.

დიდებული შანსი გავუშვით ხელიდან. სამწვრთნელო შტაბმა და გუნდმა საკუთარ თავს უნდა შეხედოს და თავმდაბლურად და მშვიდად წინსვლა გააგრძელოთ. უნდა შევეგუოთ იმ რეალობას, რომელშიც აღვმოჩნდით.“ - აღნიშნა სიმეონემ.

„ატლეტიკოს“ 39 ქულა დარჩა და გუნდი მე-5 ადგილს ინარჩუნებს, თუმცა „სოსიედადს“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და შეიძლება სიმეონეს გუნდს ცხრილში გადაასწროს.