ავტორიზაცია

"მისი თამაში ნამდვილი სანახაობაა", - ბეტისის პრეზიდენტმა ბარსელონას ფეკირის ფასი საჯაროდ დაუსახელა

"მისი თამაში ნამდვილი სანახაობაა", - ბეტისის პრეზიდენტმა ბარსელონას ფეკირის ფასი საჯაროდ დაუსახელა
თარიღი 17 თებ 2022, 20:43

"ბეტისის" პრეზიდენტი, ანხელ არო გუნდის შემტევ ნახევარმცველ ნაბილ ფეკირისადმი "ბარსელონას" ინტერესთან დაკავშირებულ ჭორებს გამოეხმაურა.

"ვერ გავბედავ იმის თქმას, რომ ფეკირი ამჟამად ლა ლიგაში საუკეთესოა, მაგრამ მისი თამაში ნამდვილი სანახაობაა".

"ვიმედოვნებ, "ბეტისში" რაც შეიძლება დიდხანს დარჩება. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს".

"არ ვღელავ. თუ მისით დიდი კლუბები ინტერესდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრწყინვალე ფორმაშია", - ციტირებს აროს სიტყვებს Diario Sport-ი.

აქამდე გავრცელებუილი ინფორმაციით, "ბარსა" მზად არის ფეკირის სანაცვლოდ 60 მილიონი გადაიხადოს, თუმცა "ბეტისი" 80 მილიონს ითხოვს.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფრანგმა ანდალუსიელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.