ხავი ბარსელონაში გატარებულ პირველ 100 დღეზე: "100 წელს ჰგავს, რადგან მოულოდნელ სიტუაციებს წავაწყდით"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ კატალონიური გრანდის სათავეში ყოფნის პირველი 100 დღის შედეგები შეაჯამა.
"ეს 100 წელს ჰგავს, რადგან იყო მოულოდნელი სიტუაციები - კოვიდი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა...", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.
"უკვე იცით, რომ ნამდვილი "კულე" ვარ და ვცდილობ "ბარსა" იქ დავაბრუნო, სადაც ყოფნას იმსახურებს, მაგრამ ბევრი საქმეა გასაკეთებელი".
"კლუბისთვის საუკეთესო მომენტი არ არის, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც, მაგრამ ვფიქრობ, ეს განვითარებაში დაგვეხმარება".
"ლიგაში უფრო და უფრო მაღლა მივიწევთ, რას იმას ნიშნავს, რომ სწორ გზას ვადგავართ, ამაზე შედეგებიც მეტყველებს", - დასძინა ხავიმ.