ხავი: "ძალიან ვბრაზდები, როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ვუსმენ, მაგრამ იქ არ ვარ"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ფეხბურთელის რანგში უეფას თასზე მონაწილეობასთან დაკავშირებული მოგონებები გაგვიზიარა.
მოგეხსენებათ, კატალონიური გრანდი დღეს ევროპა ლიგის პირველი 1/16 ფინალური მატჩის ეგიდით "ნაპოლის" უმასპინძლებს.
"მძიმე მოგონებებია, 1/8 ფინალში "სელტიკმა" დაგვამარცხა (2004 წელს). ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს - დავეუფლოთ ტიტულს, რომელიც ჯერ არ მოგვიგია".
"ძალიან ვბრაზდები, როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ვუსმენ, მაგრამ იქ არ ვარ", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.