ავტორიზაცია

ბარსელონას კულიბალის ყიდვა უნდა, თუმცა სერიოზული კონკურენტი ჰყავს — ნაპოლიმ ფასი დაასახელა

ბარსელონას კულიბალის ყიდვა უნდა, თუმცა სერიოზული კონკურენტი ჰყავს — ნაპოლიმ ფასი დაასახელა
თარიღი 17 თებ 2022, 22:03

"ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა, კალიდუ კულიბალიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეცვალოს.

სენეგალელით "ბარსელონაა" დაინტერესებული, იტყობინება Mundo Deportivo, La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კატალონიურ გრანდს სურს იმით ისარგებლოს, რომ 30 წლის ფეხბურთელს ნეაპოლელებთან კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

როგორც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ფიქრობენ, "იუვენტუსის" მცველ მატეის დე ლიგტის ხელში ჩაგდება რთული იქნება, ამიტომაც ყურადღება კულიბალიზე გაამახვილეს.

თავად ფეხბურთელმა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას. შეიძლება თავის ამჟამინდელ კლუბთან გაახანგრძლივოს კონტრაქტი, სხვა იტალიურ გუნდში გადავიდეს (მისით "იუვენტუსი" ინტერესდება) ან სხვა ლიგის კლუბში გადაბარგდეს.

აქამდე, "ნაპოლიმ" "მანჩესტერ სიტისა" და "პსჟ"-ს შეთავაზებები იუარა, რომლებიც 70 მილიონ ევროს იხდიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ კლუბი მომავალ ზაფხულს კულიბალის გაყიდვას გადაწყვეტს, მაშინ მისი ტრანსფერი პოტენციურ მყიდველს 40 მილიონი დაუჯდება.