ავტორიზაცია

"სასიხარულო ამბავი იქნებოდა", - ლა ლიგის პრეზიდენტი რეალში მბაპეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"სასიხარულო ამბავი იქნებოდა", - ლა ლიგის პრეზიდენტი რეალში მბაპეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება
თარიღი 17 Feb 2022, 23:26

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს "რეალში" შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

"მბაპეს გადმოსვლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს", - ციტირებს ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელის სიტყვებს AS-ი.

"მაგრამ მინახავს რამდენიმე შემთხვევა, როცა იმ ფეხბურთელებმა, რომლებსაც კონტრაქტი ეწურებოდათ და არ გაახანგრძლივეს, კარიერა სხვაგან გააგრძელეს".

"მბაპეს ტრანსფერი ლა ლიგისთვის სასიხარულო ამბავი იქნებოდა. ეს არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება ლა ლიგის თავს მოხდეს", - დასძინა ტებასმა.

შეგახსენებთ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "პარი სენ ჟერმენთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება და ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია, მისი ხელში ჩაგდების მთავარ პრეტენდენტად "რეალი" სახელდება.