ავტორიზაცია

ატლეტიკომ შესაძლოა სიმეონე დაითხოვოს და სხვა სპეციალისტთან მოლაპარაკებებიც გამართა

ატლეტიკომ შესაძლოა სიმეონე დაითხოვოს და სხვა სპეციალისტთან მოლაპარაკებებიც გამართა
თარიღი 17 თებ 2022, 23:42

"ატლეტიკოს" ხელმძღვანელობის ყველა წევრი გუნდის მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს მხარს არ უჭერს.

როგორც Cadena Ser-ი იტყობინება, არგენტინელი, რომელიც "როხიბლანკოში" 2011 წლიდან მუშაობს, გრძნობს, რომ კლუბში ყველა არ უჭერს მხარს.

"ატლეტიკომ" სხვა სპეციალისტთან გამართა მოლაპარაკებები, რის გამოც სიმეონე ნერვიულობს და თავს არაკომფორტულად გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ მადრიდულ კლუბს რამდენიმე სპეციალისტმა შესთავაზა საკუთარი თავი. სეზონის ბოლოს მათთან შესაძლოა მოლაპარაკებები დაიწყონ.

სიმეონეს "ატლეტიკოში" ასეთი რამ ჯერ არასდროს მომხდარა, კლუბი სხვა მწვრთნელის დასანიშნად მზად არ ყოფილა. "როხიბლანკოს" ხელმძღვანელობას "ჩოლოს" შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ფიქრობს, რომ მწვრთნელსა და გასახდელს შორის კავშირი არ არის.

"ლევანტესთან" მარცხის შემდეგ "ატლეტიკო" ლა ლიგის ცხრილში მე-5 ადგილზეა, 24 მატჩში მოპოვებული 39 ქულით. მე-4 ადგილზე მყოფ "ბარსელონას" ამდენივე ქულა აქვს, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.