ავტორიზაცია

VIDEO: უხეში შეცდომა/მაგარი სეივები - გუგეშაშვილის ყველა მომენტი მარსელთან მატჩში

თარიღი 18 თებ 2022, 02:00

კონფერენს ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მარსელი საკუთარ მოედანზე ყარაბაღს დაუპირისპირდა და 3-1 მოუგო.

აზერბაიჯანელთა შემადგენლობაში ქართველმა მეკარემ ლუკა გუგეშაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. პირველი გაშვებული ბურთის ეპიზოდში 22 წლის კარის დარაჯმა უხეში შეცდომა დაუშვა.

ლუკა გუგეშაშვილი ყარაბაღს 2022 წლის იანვარში პოლონური იაგიელონიადან შეუერთდა.

საპასუხო მატჩი აზერბაიჯანში ყარაბაღსა და მარსელს შორის 24 თებერვალს გაიმართება.