ავტორიზაცია

VIDEO: 9 სეივი! მფრინავი ლორიას სუპერ მატჩი აპოელის წინააღმდეგ

თარიღი 18 თებ 2022, 02:42

კვიპროსის ჩემპიონატის გადადებული, მე-16 ტურის მატჩში აპოელი საკუთარ მოედანზე ანორთოსისთან 0-2 დამარცხდა.

მასპინძელთა შემადგენლობაში სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშეს გიორგი ქვილითაიამ და მურთაზ დაუშვილმა, თორნიკე ოქრიაშვილი თამაშში ცვლილებიდან ჩაერთო, ხოლო ქეცბაიას გუნდში გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა.

ფამაგუსტელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ქართველმა მეკარე გიორგი ლორიამ, რომელმაც ნიქოზიელთა წინააღმდეგ 9 სეივი განახორციელა.

კვიპროსის ჩემპიონატის 21 ტურის შემდეგ ანორთოსისს სატურნირო ცხრილში 37 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.