ავტორიზაცია

პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი: "ნუ ეხებით მესის! აღარ არის ის ფეხბურთელი, ვინც ბარსელონაში იყო"

პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი: "ნუ ეხებით მესის! აღარ არის ის ფეხბურთელი, ვინც ბარსელონაში იყო"
თარიღი 18 თებ 2022, 14:42

"პარი სენ ჟერმენის" ყოფილი ფეხბურთელი, ანტუან კომბუარე გუნდის თავდამსხმელ ლიონელ მესის მიმართ არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (1:0) გამართული პირველი 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ, არგენტინელს L'Equipe-მ 10-დან 3 ქულა დაუწერა, ხოლო Le Parisien-მა - 3,5.

"მის უპირობო თაყვანისმცემელს ესაუბრებით. მესის ნუ ეხებით. მე საკუთარ აზრს გამოვთქვამ", - ციტირებს კომბუარეს სიტყვებს Get French Football News-ი.

"მესის არასოდეს გავაკრიტიკებ. ნუ ეხებით! მესის მიმართ მთელი ეს კრიტიკა ძალიან მკაცრია".

"1987 წელს დაიბადა, 34-35 წლის ასაკში აღარ არის ის მესი, ვინც "ბარსელონაში" იყო. არასოდეს ურბენია მთელ მოედანზე. მისი ასაკი ის არის, რაც არის, მაგრამ მაინც ძალიან კარგია. სეზონში 50 გოლის გატანა აღარ შეუძლია, მაგრამ ეს მესია!", - დასძინა ვეტერანმა ფრანგმა.