ტებასი სუპერლიგაზე: "რეალი ჰოლანდისა და მბაპეს შეძენას გეგმავს, ბარსა და იუვე კი ნახევრად განადგურებულები არიან"
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა ევროპის სუპერლიგის პროექტზე ისაუბრა, რომელსაც "რეალი", "ბარსელონა" და "იუვენტუსი" უჭერენ მხარს.
"ეს იდეოლოგიური იარაღია. სამი კლუბმა, რომელთა გემიც ჩაიძირა, თეთრი დროშა ააფრიალეს, რათა ცრუ ერთობის განცდა შეექმნათ. სიცრუეა, რადგან ვხედავთ, როგორ მისდით საქმე "იუვენტუსსა" და "ბარსას".
"მადრიდელები მბაპესა და ჰოლანდის ხელში ჩაგდებას გეგმავენ, დანარჩენები კი ნახევრად განადგურებულები არიან".
"სუპერლიგა ლა ლიგას ზიანს მოუტანდა - სეზონში 1,9 მილიარდით ნაკლებს გამოვიმუშავებდით. ესპანური ფეხბურთი შეიცვლებოდა".
"სუპერლიგა ეკონიმიკურ წარმატებას ვერ მიაღწევს. მოდელი, რომლის გაყიდვასაც ცდილობდნენ, ვერ იარსებებს, რადგან ინგლისური კლუბები ამ ტურნირზე აღარ იქნებიან", - ციტირებს ტებასის სიტყვებს Europa Press-ი.