ავტორიზაცია

კარაგერი: "თანამედროვე ფეხბურთი უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რომელშიც მე ვთამაშობდი"

კარაგერი: "თანამედროვე ფეხბურთი უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რომელშიც მე ვთამაშობდი"
თარიღი 18 Feb 2022, 15:38

"ლივერპულის" ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ფეხბურთი უფრო საინტერესოა, ვიდრე მის დროს იყო.

"როცა ვთამაშობდი, ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, მაგრამ არ გვითამაშია ისე, როგორც ამჟამინდელი გუნდები თამაშობენ. 20 წლის წინანდელზე ვსაუბრობთ, მაგრამ თამაში იცვლება და ვითარდება, 20 წელიწადში კი მორიგ ცვლილებას ვიხილავთ, ახალი ახალგაზრდა მწვრთნელები მოვლენ ახალი იდეებით".

"მაგრამ ეს სუფთა ჰაერია. ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ის ფეხბურთი, რომელშიც მე ვთამაშობდი. მახსოვს რამდენიმე მატჩი ევროტურნირებზე, როცა უბრალოდ 0:0-ზე ვთამაშობდით და მოწყენილები ვიყავით, სანახაობა არ გვაინტერესებდა".

"ყველაფერი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენი საქმე გაგვეკეთებინა. არა მგონია, ფეხბურთი დღესაც ასეთი იყოს. დიახ, ჯერ კიდევ საჭიროა შედეგის მიღწევა, მაგრამ სანახაობაც მნიშვნელოვანია. ეს საინტერესო უნდა იყოს", - განუცხადა კარაგერმა CBS Sports Golazo-ს.

შეგახსენებთ, ვეტერანმა ინგლისელმა პროფესიონალური კარიერა 2013 წელს დაასრულა.