"მანჩესტერ იუნაიტედმა რონალდუს ყიდვით შეცდომა დაუშვა", - კარაგერმა მიზეზებიც განმარტა
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი, ჯეიმი კარაგერი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" კრიშტიანუ რონალდუ არ უნდა ეყიდა.
"პრემიერ ლიგის ეგიდით "ბრაიტონთან" გამართულ მატჩში მოპოვებულ გამარჯვებაში რონალდუს მიერ შეტანილი ფასდაუდებელი წვლილი კიდევ ერთხელ მიუთითებს გოლებისადმი მისი უპრეცენდენტო მადაზე".
"მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის: "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასულ ზაფხულს რონალდუს შეძენით შეცდომა დაუშვა. კიდევ უფრო დიდი შეცდომა იქნება მომდევნო სეზონში მისი შენარჩუნება".
"ვიცი, რამდენად საკამათოდ ჟღერს ეს. მარტივია რონალდუს მრავალი შესანიშნავი თვისების ჩამოთვლა, რაც მას ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ აქცევს, რომელიც გვინახავს".
"ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად რჩება, საჯარიმოში მტაცებელია, სწორედ მაშინ შეუძლია გატანა, როცა ეს გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება - როგორც "ვილიარეალისა" და "ატალანტას" წინააღმდეგ".
"ჩემი ეჭვები რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით, რაც პირველად გასულ ზაფხულს გამოვთქვი, მის ტალანტსა და კარიერას არ აკნინებს. ისინი ინდივიდუალურ უნარებს შორის არსებულ აშკარა კონტრასტზეა დაფუძნებული, რომელსაც იგი გუნდს 37 წლის ასაკში აძლევს და იმაზე, თუ როგორ ვითარდება ტაქტიკა".
"ყველაფერი იქამდე მიდის, რომ უძლიერეს ევროპულ კლუბებს "ცხრიანის" გარკვეული პროფილის ყოლა სურთ, ზოგიერთ შემთხვევაში კი მის გარეშე თამაში".
"ისეთი სუპერვარსკვლავის ფასის გათვალისწინებით, როგორიც რონალდუა, კვირაში დაახლოებით 500 ათას ფუნტიანი ხელფასი - არცთუ ისე ჭკვიანური ინვესტიციაა. ვიმეორებ: მისი კარიერის ამჟამინდელ ეტაპზე ვსაუბრობ, კრიტიკულად არ ვუყურებ იმ ყველაფერს, რასაც მიაღწია".
"როგორ უნდა გავაკრიტიკო ის ადამიანი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ აქვს მოგებული და 800 გოლზე მეტი აქვს გატანილი?", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს The Telegraph-ი.