ავტორიზაცია

ფაბრეგასი: "სასაცილოა მესის განსჯა რეალთან გაცუდებული პენალტის გამო, დაუმსახურებლად აკრიტიკებენ"

ფაბრეგასი: "სასაცილოა მესის განსჯა რეალთან გაცუდებული პენალტის გამო, დაუმსახურებლად აკრიტიკებენ"
თარიღი 18 თებ 2022, 16:58

"მონაკოს" ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი მიიჩნევს, რომ "პსჟ"-ს თავდამსხმელს, ლიონელ მესის დაუმსახურებლად აკრიტიკებენ.

– მესის იმაზე მეტად აკრიტიკებენ, ვიდრე იმსახურებს?

"ნამდვილად. წავიკითხე იმ ადამიანების ნაწერები, ვისაც აშკარად არ მიუდევნებია თვალყური "რეალთან" (1:0) მატჩისთვის. ლეო მთავარი ვარსკვლავი არ ყოფილა, მაგრამ კარგი შეხვედრა ჩაატარა".

"პირველ ტაიმში მბაპე ერთ-ერთზე ისეთი გადაცემით გაიყვანა, რომლის გაკეთებაც ამ მატჩში მონაწილე არცერთ სხვა ფეხბურთელს არ შეუძლია. ხაზებს შორის კარგად მოძრაობდა, ნეიმარს მისცა პასი, რომელიც შეიძლებოდა საგოლე გამხდარიყო...".

"მესიმ პენალტი ვერ გაიტანა. და რა? სასაცილოა ამის გამო მისი განსჯა. ფეხბურთი ამით არ შემოიფარგლება. კურტუა ფანტასტიკური მეკარეა და თავისი დამსახურებები აქვს", - ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Mundo Deportivo.