ავტორიზაცია

ფაბრეგასი: "არასდროს მინახავს ისეთი მოთამაშე, როგორიც მესია, ყველაზე მეტად მას მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰგავს"

ფაბრეგასი: "არასდროს მინახავს ისეთი მოთამაშე, როგორიც მესია, ყველაზე მეტად მას მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰგავს"
თარიღი 18 თებ 2022, 18:00

"მონაკოს" ნახევარმცველმა, ფრანსესკ ფაბრეგასმა "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ლიონელ მესი შეაქო.

– მესი "პსჟ"-ში ბედნიერია?

"მესი მაშინაა ბედნიერი, როცა იმარჯვებს, გოლებს იტანს და მატჩების ბედს წყვეტს. აი, რატომ იყო 15 წლის მანძილზე ის, ვინც არის".

"მას ყველაზე მეტად კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს, მაგრამ ისეთი, როგორიც მესია, არასოდეს მინახავს".

– გამოჩნდება თუ არა მესის საუკეთესო ვერსია?

"მახსოვს ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობის ქვეშ გატარებული პირველი წელი, როცა მესის ბევრს აკრიტიკებდნენ, კრიზისზე საუბრობდნენ. შემდეგ კი "ბარსამ" ტრიპლეტი მოიგო. ახლაც შეიძლება რაღაც მსგავსი მოხდეს".

"მესმის, რომ ახალი ამბების გაყიდვა გჭირდებათ, მაგრამ საუბარია ფეხბურთელზე, რომელსაც წამში შეუძლია შენი აღფრთოვანება. მესისთან ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ, ყოველი შემთხვევისთვის", - ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Mundo Deportivo.