ავტორიზაცია

VIDEO: გუგეშაშვილი და სხვები - კონფერენს ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო სეივი ქართველის შესრულებით უეფას ვერსიით

თარიღი 19 თებ 2022, 12:03

უეფას კონფერენს ლიგის ოფიციალურმა ტვიტერმა გამოარჩია "ყარაბაღის" მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი. ქართველი გოლკიპერი ტურნირის საუკეთესო სეივის ავტორებს შორის მოხვდა.

ბაქოელთა კარის დარაჯთან ერთად, ვხედავთ სტივი მანდანდას, პოლ გარტლერს, ალექსანდარ პოპოვიჩსა და დანიელ პერეცს. აქვე დავამატებთ, 22-წლის მეკარემ მარსელის "ოლიმპიკთან" მატჩში 5 სეივი გააკეთა.

სამწუხაროდ, მოსაგებად ეს საკმარისი არ გამოდგა და "თეთრ-ლურჯებმა" "მხედრებს" 3:1 მოუგეს. "შავ-თეთრების" 23-ე ნომრის კარი არდადიუშ მილიკმა (დუბლი) და დიმიტრი პაიემ აიღეს.