"CR7-ის შემდეგ, DV7-ის დრო დგება", - იუვენტუსის ლეგენდა ვლაჰოვიჩის შესახებ
"იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ფრანკო კაუზიომ Tuttosport-თან ინტერვიუში საკუთარი მოსაზრება "ბიანკონერის" ახალწვეულ, დუშან ვლაჰოვიჩზე გააზიარა:
"საგა გრძელდება! შვიდი შეიძლება იყოს ჯადოსნური რიცხვი იუვეს ისტორიაში. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ბედნიერი ვარ: FC7-ისა და CR7-ის შემდეგ ახლა არის DV7.
ვლაჰოვიჩი უბრალოდ განსაკუთრებულია. მისმა ხასიათმა გამაოცა: თუ ძალიან ძლიერი ხასიათი არ გაქვს, ფლორენციაში 19 გოლს ვერ გაიტან, იცოდე რომ მერე იუვენტუსში წახვალ.
მე უბრალოდ ვეუბნები, რომ არ იყოს ასეთი გაბრაზებული, როცა შეცდომას უშვებს და უფრო მეტს ითამაშებს გუნდში, რადგან ფიორენტინასთან შედარებით, იუვენტუსს ჰყავს თავდამსხმელები, რომელთანაც მრავალფეროვნად შეთამაშება შეიძლება", - განაცხადა კაუზიომ.