ავტორიზაცია

"ფეხბურთს მაინც ვერაფერი შეედრება", - იბრაჰიმოვიჩმა დაასახელა სხვა პროფესია, რომელიც იზიდავს

"ფეხბურთს მაინც ვერაფერი შეედრება", - იბრაჰიმოვიჩმა დაასახელა სხვა პროფესია, რომელიც იზიდავს
თარიღი 19 Feb 2022, 15:44

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Radio 105-თან ეთერში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

40 წლის შვედმა განაცხადა, რომ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ შესაძლოა მსახიობი გახდეს.

"მჯერა ყველაფრის, რასაც ვაკეთებ. არ ვიცი, რამდენ ხანს ვითამაშებ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ შესაძლებლობების ზღვარს გავცდე. რატომ უნდა იყო ნორმალური, როცა შეგიძლია უკეთესი გახდე?".

"რაც შეეხება მომავალს, ვნახოთ. რაღაც მაინტერესებს, მაგალითად, მსახიობობა. რაღაც ისეთი, რაც ადრენალინს მომცემს. მაგრამ ფეხბურთს ვერაფერი შეედრება".

"სიტუაცია უნდა შევცვალო. ბევრი პროექტი მაქვს, მაგრამ ახლა ფეხბურთელობაზე ვარ კონცენტრირებული. როცა დავბრუნდები (ტრავმის შემდეგ), მთელ სტადიონს გავანადგურებ", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.