იბრაჰიმოვიჩი: "ბარსელონაში ბედნიერი არ ვიყავი, ადრენალინი მაკლდა"
"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ "ბარსელონაში" ასპარეზობის პერიოდში ბედნიერი არ ყოფილა.
შვედმა თავდამსხმელმა "როსონერის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ადრიანო გალიანის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა, სწორედ ამ უკანასკნელმა მიიწვია იგი იტალიურ გრანდში 2010 წელს.
"ძალიან მიყვარს. "ბარსელონაში" ბედნიერი არ ვყოფილვარ, ადრენალინი მაკლდა. ადრიანომ დამირეკა და მითხრა: "ამჯერად იტალიაში დაბრუნდები და "მილანში" ითამაშებ". ჩემთან სახლში მეწვია და მითხრა: "არ წავალ, სანამ არ დამთანხმდები".
"როცა წავედი, ძალიან გაბრაზებული ვიყავი მასზე, 8 თვე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ვუთხარი მთელი გუნდი გაეყიდა, ოღონდ მე არა. დამპირდა, რომ არ გამიშვებდა, მაგრამ ზაფხულში შექმნილი ვითარება ამიხსნა და "პსჟ"-ში გამყიდეს. არც მაშინ ვიყავი ბედნიერი", - ციტირებს 40 წლის სუპერვარსკვლავის სიტყვებს Sky Sports-ი.
მიმდინარე სეზონში ზლატანმა ყველა ტურნირზე ერთად "მილანის" მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც მიითვალა.