ავტორიზაცია

ვინ შეცვლის ატლეტიკოში სიმეონეს? — ესპანურ მედიაში პირველი სპეციალისტის გვარმა უკვე გაიჟღერა

ვინ შეცვლის ატლეტიკოში სიმეონეს? — ესპანურ მედიაში პირველი სპეციალისტის გვარმა უკვე გაიჟღერა
თარიღი 19 თებ 2022, 18:08

არ არის გამორიცხული, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ მადრიდის "ატლეტიკო" ჩაიბაროს, წერს ცნობილი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo.

მიუხედავად იმისა, რომ "როხიბლანკოს" ამჟამინდელ დამრიგებელს, დიეგო სიმეონეს კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს, კლუბი სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ არგენტინელი თავად გადაწყვეტს წასვლას.

მადრიდული კლუბის ბოსების ფავორიტი ვალვერდეა. მას თავისი ხასიათით, გამოცდილებით, ლიდერული თვისებებითა და გამარჯვებულის მენტალიტეტით აფასებენ.

თუმცა, ამ დროისთვის, "ატლეტიკოს" გეგმა სიმეონესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაში მდგომარეობს. კლუბის მიზანი მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და წინასასეზონო მზადებისას დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "როხიბლანკომ" ერთ-ერთ სპეციალისტთან მოლაპარაკებები უკვე გამართა.