ავტორიზაცია

"ამის გამო გიორბელიძეს დრო არ ეძლევა" - მწვრთნელმა ახსნა, რატომ არ ათამაშებს ქართველ მცველს

"ამის გამო გიორბელიძეს დრო არ ეძლევა" - მწვრთნელმა ახსნა, რატომ არ ათამაშებს ქართველ მცველს
თარიღი 20 Feb 2022, 02:12

დიდხნიანი პაუზის შემდეგ დრეზდენის დინამოს ქართველ მარცხენა მცველ გურამ გიორბელიძეს ბუნდესლიგა 2-ში სათამაშო წუთები მიეცა.

ამჯერად არა 5 და 10, 70 წუთზე მეტი გაატარა მოედანზე. ეს კი იმის გამო, რომ მე-20 წუთზე ტრავმა მიიღო კრის ლიოვმა და მისი შეცვლა გახდა საჭირო. გურამ გიორბელიძეს ჰეიდენჰემის წინააღმდეგ ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, რაზეც პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს.

"რა თქმა უნდა ვიცით, რომ გიორბელიძე ძალიან კარგი მოთამაშეა. ძლიერად შედის ორთაბრძოლებში, თამაშობს აგრესიით და ყოველთვის თავის მაქსიმუმს აკეთებს. ის პროგრესს განაგრძობს. თუმცა ამ სეზონში კრისისგანაც უმაღლეს დონეს და სტაბილურ თამაშს ვხედავთ, რის გამოც სამწუხაროდ გიორბელიძეს მეტი დრო არ ეძლევა," - განაცხადა ალექსანდრ შმიდტმა.

გურამ გიორბელიძე დრეზდენის დინამოში 2021 წლის ზაფხულში ავსტრიული ვოლფსბერგიდან იჯარის წესით გადავიდა, თუმცა ისტორიულ კლუბში სათამაშო დრო არ ეძლევა.