ავტორიზაცია

ლეონარდო პსჟ-ს მარცხზე: "ნანტმა დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ მსაჯმა თამაშზე კონტროლი დაკარგა"

ლეონარდო პსჟ-ს მარცხზე: "ნანტმა დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ მსაჯმა თამაშზე კონტროლი დაკარგა"
თარიღი 20 Feb 2022, 10:45

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ საფრანგეთის ჩემპიონატში "ნანტთან" (1:3) განცდილი მარცხის შემდეგ არბიტრები გააკრიტიკა.

"ვეცდები მშვიდად ვილაპარაკო. საქმე წაგებას არ ეხება, ეს ხდება, "ნანტმა" დამსახურებულად გაიმარჯვა", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს RMC Sport-ი.

"პსჟ" არის გუნდი, რომლის დამარცხებაც რთულია და არბიტრმა ეს იცის. მატჩის სტარტზე ორი გოლი გავუშვით, ეს დამსახურებული იყო. ამის შემდეგ, თამაშზე კონტროლი დაიკარგა".

"პირველ ტაიმს ერთ წუთს ამატებენ, პენალტი კი მეოთხე დამატებულ წუთზე დაგვინიშნეს!".

"წუწუნი არ მინდა. დამსახურებულად წავაგეთ. მაგრამ ეს რაღაც განწყობის მსგავსია, ყველა ჩვენს საწინააღმდეგოდ უსტვენს. ვერატიზე, მბაპეზე არანაირი სასტვენი. აპია წითელს იღებს, შემდეგ აუქმებენ. VAR-ს ჯერ არ მიმართავენ, შემდეგ კი უცებ მიმართავენ. აპიას მეორე ყვითელი მაინც არ მისცეს".

"წავაგეთ, "ნანტის" წინაშე ქედს ვიხრით. ანტუან კომბუარეს ("ნანტის" მწვრთნელი) გამო გახარებული ვარ, მაგრამ თუ შევხედავთ, როგორც აკონტროლებდა თამაშს მსაჯი... ეს არ მომეწონა", - დასძინა ლეონარდომ.

ცნობისთვის, აღნიშნული დაპირისპირების მთავარი არბიტრი მიკაელ ლესაჟი გახლდათ.