ავტორიზაცია

ანჩელოტი გულშემატკივართა სტვენაზე: "რეალის მიერ ნაჩვენები თამაში არ მოეწონათ"

ანჩელოტი გულშემატკივართა სტვენაზე: "რეალის მიერ ნაჩვენები თამაში არ მოეწონათ"
თარიღი 20 თებ 2022, 11:30

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "ალავესთან" (3:0) გამართულ მატჩში მადრიდული გრანდის გულშემატკივართა სტვენაზე ისაუბრა.

"ასეთი მატჩი გვჭირდებოდა. პირველი ტაიმი რთული გამოდგა, გარკვეული თვისებები გვაკლდა", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

"ჩვენმა შემტევმა ტრიომ შესანიშნავად ითამაშა. თამაშის პირველ ნახევარში სისუსტეები გვქონდა, მაგრამ გამოვასწორებთ. პირველ ტაიმში მეტოქე ხშირად გვაპრესინგებდა".

"რაც შეეხება გულშემატკივართა სტვენას, ჩვენს თამაშს ასეთი შეფასება მისცეს. არ მოეწონათ, რაც გამოამჟღავნეს. არავინ ყოფილა პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი", - დასძინა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "სამეფო კლუბი" 25 ტურში მოპოვებული 57 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.