ავტორიზაცია

რანგნიკი რონალდუს, პოგბას, ბრუნოსა და რეშფორდს ესაუბრა — რას ითხოვს კრიშტიანუ თანაგუნდელებისგან?

რანგნიკი რონალდუს, პოგბას, ბრუნოსა და რეშფორდს ესაუბრა — რას ითხოვს კრიშტიანუ თანაგუნდელებისგან?
თარიღი 20 თებ 2022, 12:40

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა კრიშტიანუ რონალდუსთან და "ეშმაკუნების" სხვა ლიდერებთან გუნდში არსებული სიტუაცია განიხილა.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება, 37 წლის პორტუგალიელის გარდა, მანიკუნიანელთა დამრიგებელს ინდივიდუალური საუბრები ჰქონდა ბრუნო ფერნანდეშთან, პოლ პოგბასთან და მარკუს რეშფორდთან.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს სურს, რომ გუნდის გასახდელში ლიდერად აღიარონ.

მოგეხსენებათ, კრიშტიანუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნდა და 2023 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ამ დროისთვის, "ეშმაკუნები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 25 მატჩში მოპოვებული 43 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ.