ნეიმარი: "სამწუხაროა, მაგრამ დღესდღეობით ბრაზილიის ნაკრები გულშემატკივრებისგან ძალიან შორსაა"
"პსჟ"-სა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი "სელესაოს" თამაშისადმი ინტერესის შემცირებით იმედგაცრუებულია.
"დღესდღეობით ბრაზილიის ნაკრები გულშემატკივრებისგან ძალიან შორსაა. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ახლა ჩვენს მატჩებზე ძალიან ცოტას ლაპარაკობენ".
"სამწუხაროა იყო იმ თაობის ნაწილი, სადაც ბრაზილიის ნაკრების თამაში აღარ აღიქმება ისე, როგორც რაღაც მნიშვნელოვანი", - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, 30 წლის სუპერვარსკვლავი "სელესაოს" ღირსებას 2010 წლიდან იცავს.
მიმდინარე სეზონში ნეიმარმა საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც გააკეთა.