ავტორიზაცია

"გამარჯვებულს ჟურნალისტები ავლენენ", - მიულერმა ახსნა, თუ რატომ მოიგო ოქროს ბურთი მესიმ და არა ლევანდოვსკიმ

"გამარჯვებულს ჟურნალისტები ავლენენ", - მიულერმა ახსნა, თუ რატომ მოიგო ოქროს ბურთი მესიმ და არა ლევანდოვსკიმ
თარიღი 20 Feb 2022, 16:01

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელ ლიონელ მესისთვის გადაცემული "ოქროს ბურთის" შესახებ ისაუბრა.

"ვიცით, რომ გამარჯვებულს ჟურნალისტების გამოკითხვით ავლენენ. ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ის გაიმარჯვებს. ამიტომაც მოიგო მესიმ".

"მაგრამ მიუნხენში განსხვავებული აზრი გვაქვს, რადგან ყოველდღე ვხედავთ, როგორ თამაშობს და როგორ გოლებს იტანს რობერტ ლევანდოვსკი. ეგვიპტეში კი ბევრი სალაჰს მიიჩნევს საუკეთესოდ, რაც ნორმალურია".

"მე ეს მესმის, რადგან ყველას უნდა, რომ მათი ქვეყნის ან მათი გუნდის წარმომადგენელმა გაიმარჯვოს. იგივე ეხება სამხრეთამერიკელ გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს, რომლებმაც მესი იხილეს კოპა ამერიკაზე".

"ყველას ჰყავს თავისი საყვარელი ფეხბურთელი, მაგრამ ფეხბურთში მთავარი არა ინდივიდუალური ჯილდოები, არამედ ის არის, რაც მოედანზე ხდება", - თქვა გერმანელმა MBC Masr-თან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, 2021 წლის "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში მესიმ სწორედ ლევანდოვსკის აჯობა და აღნიშნულ ჯილდოს კარიერაში მეშვიდედ დაეუფლა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

გამოკითხვის შედეგად, 34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს 613 ქულა ერგო, ხოლო 33 წლის პოლონელს - 580.