მემფის დეპაის ხელში ჩაგდება სერია ა-ს 3 გრანდს სურს — რა გეგმები აქვს თავად ჰოლანდიელს?
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელ მემფის დეპაით იტალიური გრანდები ინტერესდებიან, იტყობინება ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი.
ასე და ამგვარად, ჰოლანდიელისადმი ყურადღებას "ინტერი", "მილანი" და "იუვენტუსი" იჩენენ. 28 წლის შემტევს სამივე კლუბი უკვე დაუკავშირდა პოტენციური ტრანსფერის განსახილველად.
თავად დეპაის გუნდიდან წასვლა არ უნდა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში იგი თავს კომფორტულად გრძნობს. მაგრამ მზად არის წავიდეს, თუ მის სათამაშო დროსთან დაკავშირებული სიტუაცია არ შეიცვლება.
აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო მემფისს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა, 12 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.
მოგეხსენებათ, დეპაი "ბარსელონას" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ "ლიონიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.