ავტორიზაცია

"ევროპას ფეხბურთზე დიდი გავლენა აქვს", - მიულერმა განმარტა, თუ რატომ შეიძლება ვერ მოხვდეს სალაჰი წლის გუნდში

"ევროპას ფეხბურთზე დიდი გავლენა აქვს", - მიულერმა განმარტა, თუ რატომ შეიძლება ვერ მოხვდეს სალაჰი წლის გუნდში
თარიღი 20 თებ 2022, 16:49

"ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი, ტომას მიულერი ფიქრობს, რომ "ლივერპულის" თავდამსხმელმა, მოჰამედ სალაჰმა FIFPro-ს წლის გუნდში მოხვედრა დაიმსახურა.

"არჩევანის გაკეთება ყოველთვის რთულია, ყველას თავისი აზრი აქვს. ამჟამად სალაჰი გამორჩეულ თამაშს აჩვენებს და თავისი ასპარეზობით მთელი მსოფლიოს პატივისცემას იპყრობს".

"წლის გუნდში მისმა ვერმოხვედრამ შეიძლება იმედები გაგვიცრუოს, მაგრამ გასულ ზაფხულს ევრო ჩატარდა, ევროპა ფეხბურთზე დიდ გავლენას ახდენს, იტალიამ მოიგო. ეს ყველაფერი ავტომატურად რამდენიმე იტალიელის შემადგენლობაში მოხვედრას ნიშნავს".

"თუმცა, რა თქმა უნდა, სალაჰმა ამ ნაკრებში მოხვედრა დაიმსახურა", - განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა MBC Masr-თან ინტერვიუში.

მიმდინარე სეზონში 29 წლის ეგვიპტელმა, რომელიც ამ თვეში თავის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აფრიკის თასის ფინალში სენეგალთან დამარცხდა, საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.