გვარდიოლა: "ყველამ იცის, რომ კეინის ყიდვით დაინტერესებულები ვიყავით, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა"
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბს "ტოტენჰემის" ფორვარდის, ჰარი კეინის ყიდვის შანსი არ ჰქონდა.
მოგეხსენებათ, "ქალაქელები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცდილობდნენ "დეზების" კაპიტნის ხელში ჩაგდებას.
"ამის შანსი არასოდეს ყოფილა. ყველამ იცის, რომ ამ ტრანსფერით დაინტერესებულები ვიყავით, მაგრამ მისი გაჩარხვის შესაძლებლობა არასოდეს გვქონია. დავივიწყოთ, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა".
"აუცილებელი არ ყოფილა ჩვენთვის გოლის გატანა, ბურთთან მუშაობაში ოსტატობის გამოვლენა, რათა მისი შესაძლებლობები გაგვეგო, რადგან მთელმა ბრიტანეთმა იცის, თუ რა შეუძლია", - განუცხადა ესპანელმა სპეციალისტმა Metro-ს.
შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ეგიდით, "სიტი" გუშინ "ეტიჰადზე" "ტოტენჰემთან" ანგარიშით 2:3 დამარცხდა, 28 წლის ინგლისელმა ფორვარდმა კი დუბლი გაიფორმა.