ავტორიზაცია

"ეს სტადიონი ცოტათი ჩემ სახლს ჰგავს", - ობამეიანგი მესტალიაზე

"ეს სტადიონი ცოტათი ჩემ სახლს ჰგავს", - ობამეიანგი მესტალიაზე
თარიღი 20 Feb 2022, 23:38

„ბარსელონას“ ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გუნდის მაისურით გაფორმებული პირველი ჰეთ-ტრიკი შეაფასა.

32 წლის ფეხბურთელმა ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსიას“ დუბლი შეუსრულა, შემდეგ კი პედრის გოლიც მას მიაწერეს და ჰეთ-ტრიკი ჩაეთვალა.

„ძალიან გახარებული ვარ, პირველ რიგში მოგებით. დღეს გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და მნიშვნელოვანი სამი ქულა დააგროვა. ახლა ხუთშაბათს „ნაპოლისთან“ პრინციპული დაპირისპირება გველის.

დღევანდელი მატჩი გვაძლევს დიდ თავდაჯერებას იმაში, რომ მომდევნო მატჩსაც მოვიგებთ.

„მესტალიასთან“ რომანი გაქვთ. „არსენალის“ მაისურით აქ 2019 წელსაც ჰეთ-ტრიკი შეასრულეთ.

დიახ, ბოლოს, როცა აქ ვითამაშე, ევროპა ლიგაზე ჰეთ-ტრიკი შევაგდე. დღეს დუბლი გავიტანე (მაშინ მან ჯერ არ იცოდა - ავტ), ასე რომ ეს სტადიონი ცოტათი ჩემ სახლს წააგავს.“ - აღნიშნა ფორვარდმა.