"მამარდაშვილის დადანაშაულება ბარსელონას მხოლოდ ერთ გოლში შეიძლება", - ესპანური პრესა
Plazadeportiva "ვალენსიასა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა გიორგი მამარდაშვილის კარში ოთხი გოლი გაიტანეს.
"მამარდაშვილის კარში რამდენიმე გოლი ბარსელონას თავდამსხმელების ეფექტურობამ და ვალენსიას მცველების შეცდომებმა განაპირობა, მაგრამ თავად მას პედრის დარტყმა გამოეპარა", - წერს ესპანური გამოცემა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, Plazadeportiva-მ ქართველ მეკარეს ოთხი ქულა დაუწერა. აქვე დავამატებთ, რომ "ღამურები" ლა ლიგაში ამ დროისთვის მე-12 პოზიციაზე არიან.
"მურსელაგოსი" მომდევნო მატჩს გამართავს 26 თებერვალს, სტუმრად "რეალ მალიორკას" წინააღმდეგ. აქვე დავამატებთ, "ლოს ჩეს" ახალგაზრდა გოლკიპერმა ძირითადში ზედიზედ მე-5 მატჩი ჩაატარა.