ავტორიზაცია

ბარსელონა მორიგი საკუთარი აღზრდილის დაბრუნებაზე ფიქრობს

ბარსელონა მორიგი საკუთარი აღზრდილის დაბრუნებაზე ფიქრობს
თარიღი 21 თებ 2022, 15:23

FIchajes-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ გუნდში „ბენფიკას“ მარცხენა მცველის, ალეხანდრო გრიმალდოს დაბრუნებაზე ფიქრობს.

პორტუგალიურ გუნდში მოთამაშე ესპანელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და კლუბი მის ტრანსფერს ხოსე გაიას ალტერნატივად მოიაზრებს, რომლის შეძენაც რთულდება, რადგან ფეხბურთელი მშობლიურ „ვალენსიასთან“ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას.

26 წლის გრიმალდო „ბარსელონას“ სტრუქტურაში 2008-2016 წლებს იმყოფებოდა, მიმდინარე სეზონში მან 35 მატჩში 4 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი კონტრაქტი 2023 წელს იწურება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ზაფხულს „ბენფიკა“ ფეხბურთელის გასხვისებას ეცდება, რათა 2023-ში უფასოდ არ დაკარგოს. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ იქამდე მხარეებმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არ მოილაპარაკეს.