ავტორიზაცია

"სერია ა-ში დარჩენის არც ისე ბევრი შანსი გვაქვს", - იტალიური გუნდის პრეზიდენტი

"სერია ა-ში დარჩენის არც ისე ბევრი შანსი გვაქვს", - იტალიური გუნდის პრეზიდენტი
თარიღი 21 თებ 2022, 15:43

„სალერნიტანას“ პრეზიდენტმა დანილო იერვოლინომ გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე ისაუბრა.

„სიმართლე რომ ვთქვათ, სერია ა-ში დარჩენის არც ისე ბევრი შანსი გვაქვს. ამას რომ არ ვაღიარებდე, რეალობას უნდა ვიყო მოწყვეტილი. თუმცა, ბოლო სამ მატჩში კარგად გამოვიყურებოდით, მიუხედავად იმისა რომ ერთ-ერთ მეტოქედ „მილანი“ გვყავდა.

რაც შეეხება სტადიონს - ეს საშუალო ხანგრძლივობის პროექტია. ამჟამად ჩვენ გვაქვს მიზნები, რომელთა დაუყონებლივ მიღწევაც არის აუცილებელი. დიახ, თანამედროვე სტადიონი გვესაჭიროება, მაგრამ თავდაპირველად თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.“ - აღნიშნა იერვოლინომ.

„სალერნიტანამ“ სერია ა-ს 24 მატჩში 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს.