ავტორიზაცია

"უკვე ბევრმა ადამიანმა ჩამომწერა", - იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

"უკვე ბევრმა ადამიანმა ჩამომწერა", - იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა
თარიღი 21 Feb 2022, 19:24

"მილანისა" და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის შესაძლო დასრულებაზე ისაუბრა.

"ტრავმებთან დაკავშირებით სიტუაცია მარტივი არ არის. კარიერაში ბევრი პაუზა არ მქონია, მაგრამ ბოლო წლებში ხშირად მიწევს მატჩების გამოტოვება, სერიოზული დაზიანებებიც მქონდა".

"მიუხედავად ამისა, იბრა გადაწყვეტს, როდის უნდა გაჩერდეს. ბევრმა ადამიანმა ჩამომწერა, თუმცა ეს მხოლოდ მოტივაციას მმატებს", - თქვა 40 წლის სუპერვარსკვლავმა Radio 105-ის ეთერში.

მოგეხსენებათ, იბრაჰიმოვიჩი "როსონერის" 2020 წლის ზამთარში შეუერთდა და მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

მიმდინარე სეზონში ზლატანმა ყველა ტურნირზე ერთად 19 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.