ავტორიზაცია

დესტს, რომელსაც ბარსელონამ ფასი უკვე დაადო, მორიგი მსურველი გამოუჩნდა

დესტს, რომელსაც ბარსელონამ ფასი უკვე დაადო, მორიგი მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 21 თებ 2022, 22:15

"ბარსელონას" მარჯვენა მცველმა, სერჟინიო დესტმა კარიერა შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს, იტყობინება Corriere dello Sport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ამერიკელმა "რომას" ყურადღება მიიპყრო, რომელსაც ზოგიერთი პოზიიციის გაძლიერება სურს.

როგორც აღინიშნება, კატალონიური გრანდი ზაფხულში ახალგაზრდა უკანახაზელის გაყიდვას აპირებს და მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება უნდა, ინტერესს "მონაკოც" იჩენს.

აგრეთვე, ისიც იწერება, რომ თავად ფეხბურთელიც დადებითადაა განწყობილი "რომაში" პოტენციური ტრანსფერით.

მიმდინარე სეზონში დესტმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.