ობამეიანგი: "დემბელეს ვუთხარი, რომ ბარსელონაში უნდა დარჩეს, ბრწყინვალე ფეხბურთელია"

"ბარსელონას" ახალწვეულმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა თანაგუნდელ უსმან დემბელეს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებისკენ მოუწოდა.
მოგეხსენებათ, გაბონელი ფორვარდი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ამ ზამთარს შეუერთდა. ფრანგ გარემარბთან ერთად იგი თავის დროზე "დორტმუნდშიც" ასპარეზობდა.
"მომწერა, სურდა გაეგო, ნამდვილად გადმოვდიოდი თუ არა აქ, მე კი მისი შეწუხება არ მინდოდა, მისი სიტუაციის გამო, მაგრამ ცოტა ვისაუბრეთ".
"დორტმუნდში" შესანიშნავი სეზონი გვქონდა, ბრწყინვალე ფეხბურთელია. უსმანი ბურთთან მუშაობაში ერთ-ერთი საუკეთესოა და შესანიშნავად თამაშობს შეტევაში".
"გულახდილად ვამბობ, მისი აქ ყოფნა მახარებს. როცა მოვედი, ვუთხარი: "მეგობარო, უნდა დარჩე". არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს, მაგრამ მხოლოდ იმის აღნიშვნა შემიძლია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია", - ციტირებს ობამეიანგის სიტყვებს Mundo Deportivo.