ხვიჩა კვარაცხელიას NFT ნახატი გრანდიოზულ თანხად გაიყიდა
ყაზანის რუბინის ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას NFT ნახატი რამდენიმე ასათ დოლარად გაიყიდა.
ამის შესახებ თვითერზე Soraredata წერს და იუწყებიან, რომ უცნობმა პირმა ქართველი ნახევარმცველის NFT ნახატში 20,000 დოლარზე მეტი გადაიხადა.
როგორც ჩანს, მყიდველი დიდ იმედებს ამყარებს ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე და სჯერა, რომ ამ ნახატს უფრო დიდ ფასში გაყიდის.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონის სტატისტიკა წინანდელთან შედარებით ძალიან შთამბეჭდავი არაა. ქართველმა ნახევარმცველმა რუბინის მაისურით მიმდინარე სეზონში 15-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.